![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომპანია ”ინფრა” გთავაზობთ როგორც არსებული, ისე მშენებარე (ახალი) სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის საჭირო კონსულტაციებს.
ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია გამოცდილი, მაღალკვალიფიციური სპეცილისტებით, რომლებიც მრავალი წელი მუშაობდნენ სპორტული ინფრასტრუქტურის დაპროექტებისა და მშენებლობის საქმეში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ჩვენ ასევე გაგვაჩნია უეფა-ს შესაბამის ორგანოებთან თუ წამყვან ინფრასტრუქტურულ კომპანიებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის გამოცდილება.
ჩვენ ორგანიზაციას არ ჰყავს ანალოგი საქართველოში.
ჩვენი მსგავსი ორგანიზაციის კონსულტაციის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და კეთილმოწყობა განვითარებულ ქვეყნებში.
ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია პარტნიორებთან სრულფასოვანი თანამშრომლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ურთიერთვალდებულებების კეთილსინდისიერად და მაღალკვალიფიციურად შესრულებას, შეთანხმებულ ვადებში.
ჩვენ გაგვაჩნია საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის დიდი სურვილი.
ჩვენ გვჯერა წარმატების!